07:46 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 20:13:10, 2630 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” (GREDA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე  ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს სამინისტროსა და ასოციაციას შორის  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია”  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 8 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციაში გაერთიანებულია ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე 15 კერძო კომპანია და მისი  ძირითადი მიზნებია: 

  • განახლებადი ენერგიის  სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება
  • განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პოპულარიზაცია
  • ელექტროენერგიის ბაზრის განვითარება
  • კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შემუშავების ხელშეწყობა
  • დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება
  • ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და სტრატეგიის ასევე, დარგის ტექნიკური სტანდარტებისა და რეგლამენტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics