20:22 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 13:42:09, 2055 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 340 აბი და 237 ნატეხი, ასევე, 3,2 გრამი „სუბუტექსის“ ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics