|
2017-12-26 21:09:01, 2320 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საოპერაციოდან რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს. მაჩალიკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების დაკვირვების ქვეს იმყოფება. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)