00:09 - 23 Jul, 2026
|
2017-12-26 15:51:19, 2112 ნახვა
საზოგადოება
ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ქ. ამბროლაურთან) ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა და საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ შესაბამის სამუშაოებს, მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადებში აღდგენა. ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)