|
2017-12-26 12:18:57, 1927 ნახვა
საზოგადოება
ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამა განხორციელდა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამა ახმეტის მუნიციპალიტეტში განახორციელა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის. ახმეტის მუნიციპალიტეტში საკადასტრო სამუშაოები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტაქტორმა კომპანიამ „რუკა მაპინგი" შეასრულა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, 13 დასახლებული პუნქტში ვენახების ფართობი შეადგენს 1817.2 ჰექტარს, რაც წარმოდგენილია 5992 ნაკვეთის სახით. კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-16 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. პროგრამა მომავალში კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს. (NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)