|
2017-12-26 11:13:25, 1975 ნახვა
სამართალი
პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სუს-ში ბრიფინგი გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. უწყების ინფორმაციით, განცხადება კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთდება. ბრიფინგი 12:00 საათზეა დანიშნული. ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში გამთენიისას სპეცოპერაცია ჩატარდა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული. როგორც პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ასევე გაჩხრიკეს სოფელ დუისში, ვახო მაჩალიკაშვილის სახლი. ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელი იყო მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ დუისში ასევე დააკავეს ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები. სპეცოპერაცია სავარაუდოდ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)