|
2017-12-26 10:23:12, 1996 ნახვა
საზოგადოება
დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს სააგენტოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, შემუშავებული ნორმატიული აქტები. საუბარი ასევე, შეეხო 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მომავალ საინვესტიციო პოლიტიკას. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული სისტემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია თითოეული მოქალაქე დეტალურად იყოს ინფორმირებული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის თაობაზე და გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე. „რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება აღნიშნული სისტემის ამოქმედება. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ითვალისწინებს 5 ათასი ლარის ფარგლებში, ყველა დეპოზიტის დაზღვევას. ეს არის დამატებითი და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ფინანსური სტაბილურობის სისტემაში. მოგეხსენებათ, საქართველოს საფინანსო სისტემა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში გამოირჩევა მდგრადობით, შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დამატებითი ელემენტი იქნება იმისათვის, რომ დეპოზიტარმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. „ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური კომპონენტი როგორც მთლიანად ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით, ისე ჩვენი მოქალაქეების ფინანსური სტაბილურობის დაცულობის კუთხით. 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სრულ მზადყოფნაში იქნება იმისათვის, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყანაში ამოქმედდეს და იფუნქციონიროს წარმატებულად", - განაცხადა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა, ოთარ ძიძიკაშვილმა. დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი. (NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)