|
2017-12-24 14:53:50, 2295 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ჩანახატებით გაფორმებული პირველი მუსიკალური შადრევნები მოეწყო
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოზაიკური ჩანახატებით გაფორმებული ორი მუსიკალური შადრევანი მოეწყო. პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოს მასშტაბით, შადრევნების ფოტოჩანახატებით გაფორმება პირველად მოხდა. ერთი მათგანი თემქის ცენტრალურ გზაზე (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) არსებულ სკვერში, მეორე კი, ც.დადიანის ქუჩაზე, მეტროსაგდურ „ნაძალადევის“ გვერდით რეაბილიტირებულ სკვერში მოეწყო. მუსიკალური შადრევნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ პარლამენტის წევრ ზაზა გაბუნიასთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. „წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, რომ ორივე შადრევანი ამოქმედებულიყო. კარგია, რომ უკვე მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ამ ლამაზი სანახაობით ისიამოვნოს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ორივე მუსიკალურ შადრევანს 10-მდე ფუნქცია აქვს და ღამის საათებში რამდენიმე ფერში ნათდება. განათებულია მოზაიკური ჩანახატებიც. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. (NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)