22:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 19:14:41, 2178 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ნაძალადევის რაიონში, ნევროლოგიის ინსტიტუტთან არსებულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობდნენ „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“, თვალის კლინიკა „ახალი მზერისა“ და კანისა და ვენეროლოგიურ სნეულებათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ნევროლოგი, უროლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი,  გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics