21:15 - 22 Jul, 2026
|
2017-12-22 16:19:06, 1846 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით რეისები განაახლა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები გადაიყვანა. შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, თუშეთში, სოფელ ომალოში, რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)