|
2017-12-22 12:36:50, 1938 ნახვა
საზოგადოება
ანგარიში: კვლავ ფორმდება კონტრაქტები მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ
მედიის განვითარების ფონდმა ანგარიში- მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017 გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014-2016 წლის პრაქტიკის მსგავსად, საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. „საბიუჯეტო კონტრაქტები 2017 წელს ღიად პრორუსულ გამოცემებთანაც გაფორმდა. უფრო მეტიც, მთავრობის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულთა შორის პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტვ “ობიექტივი” მოხვდა. პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე “ხარისხის არხთან” კი ხელშეკრულება დღეისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს გაფორმებული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2016 წლის მსგავსად, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტრაქტი 2017 წელსაც ღიად პრორუსულ გამოცემა “თბილისი 24”-თან აქვს გაფორმებული. ეს უკანასკნელი პრორუსულ პარტია “ცენტრისტებთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული ბაზების დაკანონების მოთხოვნით გამოვიდა. ,,თბილისი 24” ხშირად აქვეყნებს ყალბ მასალებს, რომლებიც დასავლეთს შესახებ დეზინფორმაციებს შეიცავს , ასევე განადიდებს სტალინს“,-ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)