|
2017-12-22 12:16:22, 1629 ნახვა
საზოგადოება
კასპში სარწყავი სისტემისა და სატუმბი სადგურების მოწყობა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სარწყავი სისტემისა და სატუმბი სადგურის მოწყობის პროექტს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს სადაწნეო მილსადენის მოწყობას, წყალაღების კვანძის გაკეთებასა და სატუმბ სადგურში აგრეგატების დამონტაჟებას. მიმდინარე ღონისძიებების განხორციებელის შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ზემო ხანდაკი, სასირეთი და მეტეხი) 1180 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. პროექტი 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 პროექტი მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 795 ჰა მიწაზე უზრუნველყოფს წყლის მიწოდების რეჟიმის გაუმჯობესებას, ხოლო წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 1 912 ჰექტარს მოიცავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)