2017-12-22 09:33:51, 2873 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე
„მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე",- ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესი.
„ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 2 დღის განმავლობაში მსჯელობდა. განხილვების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
ავტორი: ,