20:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 22:32:35, 4362 ნახვა

მსოფლიო
საქართველომ გაერო-ში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, სადაც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.

კენჭისყრის დროს დარბაზში ქართული დელეგაციის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

კენჭისყრის შედეგების გრაფაში საქართველოს მხრიდან არც თანხმობა და არც უარი ფიქსირდება.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება უკან წაიღოს.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოქმედება, რომელიც ცვლის ქალაქის არსებულ სტატუსს და დემოგრაფიულ მდგომარეობას, არის უკანონო და იურიდიულად გაუმართლებელი".

რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 35-მა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მა.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც სხდომაზე ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემს, დაფინანსება შეუწყდებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics