21:15 - 22 Jul, 2026
|
2017-12-21 19:48:54, 2163 ნახვა
საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბავშვთა აღზრდისა და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრა ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა და მას ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მერიის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯელობა ძირითადად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აუცილებლობას, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ეხებოდა. შეხვედრაზე ხაზი მსგავსი სამუშაო დისკუსიების გამართვის მნიშვნელობას გაესვა, რაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)