21:15 - 22 Jul, 2026
|
2017-12-21 12:13:07, 2163 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში ცენტრალური პარკი შენდება
კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, ზემო ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო. პარკში უკვე დასრულებულია განათების ქსელისა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, ასევე, დენდროლოგიური სამუშაოები. მოეწყო გამწვანების თარგები, სადაც 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ოთხმეტრიანი ხეები და ბუჩქოვანი ნერგები დაირგო. ამ ეტაპზე, ფონიჭალის ცენტრალურ პარკში ბილიკებისა და შადრევანის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასავენებელი სივრცე შესაბამისი ინვენტარით სრულად აღიჭურვება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ახალი პარკით მოსახლეობა მომავალი წლიდან ისარგებლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)