21:15 - 22 Jul, 2026
|
2017-12-20 16:38:22, 2303 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული არქივის საქმიანობაზე ისაუბრა
„ჩვენ წელს შევძელით და UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შევიტანეთ ქართული სახარება-პალიმფსესტი, რომლის პირველი შრე მე-9 საუკუნისაა",-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული არქივის საქმიანობის შეჯამებისას. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულმა არქივმა ბოლო 5 წლის განმავლობაში საარქივო დოკუმენტების ათეულობით ათას ფურცელს ჩაუტარა რესტავრაცია, მათ შორის 800-ზე მეტ ეტრატის ფურცელს, რომელიც IX-XV საუკუნეებს განეკუთვნება. „მომავალშიც ვგეგმავთ, რომ ეროვნულმა არქივმა ქართული პალიმფსესტების კვლევას დაუთმოს საკმარისი დრო", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)