|
2017-12-20 14:34:15, 1763 ნახვა
საზოგადოება
2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ განათლების პროცესში უმთავრესი როლი პედაგოგს აკისრია. შესაბამისად, მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შეიქმნება და ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პროფესიული განვითარების მოტივაციის ამაღლების მიზნით, მინისტრის თქმით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავა ბიუროკრატიული პროცედურები, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ. „ამავდროულად, უწყვეტ რეჟიმში და კომპლექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი. დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმი, რომლის მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება“, - განაცხადა ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)