|
2017-12-20 12:20:25, 1854 ნახვა
საზოგადოება
მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე, სავალდებულო სანებართვო პირობა განისაზღვრება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს სთხოვა, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე, სავალდებულო სანებართვო პირობა განისაზღვროს, რაც გარემოსა და ქალაქის ქუჩების დაბინძურებისგან დაცვას უზრუნველყოფს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სატვირთო ავტომანქანები სამშენებლო მოედნებზე შედიან, ხოლო გამოსვლისას, დედაქალაქის ქუჩებს აბინძურებენ. „ამ მიმართულებით სრული კატასტროფა ხდება. ამიტომ, მინდა ვთხოვო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და არც ერთი ნებართვა არ უნდა გაიცეს, სადაც არ იქნება მითითებული, რომ სატვირთო მანქანების ჩამორეცხვაა შესაძლებელი, რათა გამოსვლისას, ცენტრალურ ქუჩებზე ნაგავი არ გამოიტანონ. არსებულ მშენებლობებსაც დავავალოთ, რომ ასეთი ადგილები იქნას მოწყობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია-გაშენებას არ მოიცავს. „რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა, თუმცა ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)