|
2017-12-20 11:51:41, 1880 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში 14 ქუჩა გამოიყოფა, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ
საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში პირველ ეტაპზე, 14 ქუჩა გამოიყოფა, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან ერთად, აღნიშნული გეგმის შემუშავებისთვის მერიის შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა. „გამოიყოფა 14 ქუჩა, სადაც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. დღეს მიკროავტობუსები ნებისმიერ ადგილზე ჩერდებიან და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, ქუჩებზე გადარბიან. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რითაც საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ თავს, ასევე მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურებს სთხოვა, აღნიშნული საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, კონკრეტულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელონ. „ჩვენ განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, სადაც 14 ქუჩა იქნება წარმოდგენილი. ამ ყველაფერში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. მინდა ვთხოვო ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურებს, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელოთ, იმისთვის, რომ მოსაცდელების გაფართოება მოხდეს, რათა საცობები მიზანმიმართულად არ შევქმნათ. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია. ასევე უნდა მოხდეს ინფორმირება, როგორც საზოგადოების, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსის კომპანიის მფლობელების და მძღოლების, რათა რაიმე დისკომფორტი არ გამოიწვიოს არც მძღოლებში და არც მოსახლეობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)