20:08 - 22 Jul, 2026
|
2017-12-20 11:10:12, 1942 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საახალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ლოკაციაზე გაიმართება, რომელზე დასწრების მსურველებსაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა 04:00 საათამდე შეეძლებათ. „ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს. ასევე, მოსახლეობისთვის ავტობუსებით მომსახურება უფასო იქნება. ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე მობრძანდეს და კონცერტებს დაესწროს, ის უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება დილის 04:00 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)