|
2017-12-19 17:53:25, 2086 ნახვა
საზოგადოება
ვაკის გამგებელი მოქალაქეებს მოუწოდებს, არსებული ინფრასტრუქტურა ვანდალურად არ დააზიანონ
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N37 ა კორპუსთან მოწყობილ ახალ სკვერში, სადაც საბავშვო ატრაქციონი დააზიანეს, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოში ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ. ნოდარ ტურძელაძემ და გიორგი ბირბიჩაძემ მოქალაქეებს მოუწოდეს, არსებულ ინფრასტრუქტურას უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და ვანდალურად არ დააზიანონ ის ინვენტარი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტულ გარემოს ჰქმნის. „ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, სრულიად ახალი სკვერი გავხსენით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოეწყო. დღეს, სკვერში ვანდალურადაა დამტვრეული საბავშვო საქანელა, მეორე კი - მოპარულია. ეს სამწუხაროდ, ერთადერთი შემთხვევა არ არის. სხვადასხვა სკვერებში, სპორტულ მოედნებზე მსგავსი ვანდალიზმი ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, დაზიანებულ ინვენტარს აღვადგენთ, თუმცა, მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გარემოს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, რადგან ის უფრო დიდხანს გამოადგეს ჩვენს ბავშვებს. გთხოვთ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ვანდალიზმის გამოვლენისგან“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)