|
2017-12-19 17:21:18, 2393 ნახვა
სამართალი
რუსთაველზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
რუსთაველის გამზირზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი აცხადებს, მოზარდს ამ ეტაპზე გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მისივე თქმით, პაციენტს 4 ჭრილობა გულ-მკერდის და წელის არეში აქვს მიყენებული. "პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის და წელის არეში. პაციენტი ამღამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. სულ 4 ჭრილობა აქვს მიყნებული, სავარაუდოდ ცივი იარაღით. მას ჰემორაგიული შოკი აქვს და სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლების პროცედურა მიმდინარეობს", - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, მოზარდი დღეს რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის პარკში დაჭრეს. ის ინგოროყვას კლინიკაში დაახლოებით 40 წუთის წინ მიივანეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)