|
2017-12-19 13:37:19, 1702 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის საელჩომ N37-ე ბაგა-ბაღს საჩუქრები გადასცა
თბილისის N37-ე საჯარო ბაგა-ბაღს ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იენჩი მეუღლესთან ერთად ეწვია და საჩუქრები გადასცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიწვეული სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართეს. ბაგა-ბაღის დირექტორმა კი, ჩინეთის ელჩსა და პარტნიორ ორგანიზაციას ბაღისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინვენტარის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრებს სიტყვით სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მიმართა, რომელმაც დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, საელჩომ აღნიშნულ საბავშვო ბაღზე პატრონაჟი აიღო და თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, 22 000 ლარის ღირებულების საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური კონსული საქართველოში, GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)