|
2017-12-18 20:53:38, 2777 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეები გამოკითხეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის სამმართველოში 51-ე სკოლის მოსწავლეები გამოკითხეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება და გამორიცხული არ არის, კიდევ სხვა არასრულწლოვნები და ის პირები გამოიკითხონ, რომელთაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნებათ: „გამოძიება გრძელდება და ამ გამოძიების ფარგლებში არ გამოვრიცხავთ, რომ დამატებით მოხდეს ისევე როგორც სხვა არასრულწოოვნების გამოკითხვა და დაბარება, ასევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება. ეს არის მიმდინარე პროცესი. დაველოდოთ გამოძიებას“,-აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)