|
2017-12-18 16:27:59, 2158 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „50 წელზე მეტია ამ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ დაგებულა. ადგილობრივ მცხოვრებლებს წვიმიან ამინდში ძალიან დიდი დისკომფორტი ექმნებოდათ. ახლა უკვე მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობაც კმაყოფილია, რადგან პროექტის მიმდინარეობისას, მაქსიმალურად ვეცადეთ, მათი ყველა მოთხოვნა გაგვეთვალისწინებინა“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ლეჩხუმის პირველ შესახვევში ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიურები. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)