03:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 15:14:32, 1893 ნახვა

კომენტარი
ფრიდონ ფუტკარაძე კლდისუბნისა და ბესელაშვილების ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სოფელ კლდისუბნისა და ბესელაშვილების მოსახლეობას გაუმართავი ხიდის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ. საცალფეხო ხიდის ავარიულობის გამო, ამ სოფლებში მცხოვრებლებს ყოველდღიურად 500 მეტრის ნაცვლად, რამოდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

შუახევის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მალე მოუგვარდება, რადგან საცალფეხო ხიდის რეაბილიტაციის ნაცვლად, სოფელში ახალი კაპირალური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხიდის მშენებლობის პროცესს დღეს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე პირადად გაეცნო.პროექტი ხორციელდება აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარამდე დაიხარჯება.სამუშაოებს შპს ,, სინათლე 2006“ აწარმოებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. დასრულებული პროექტით ისარგებლებს კლდისუბნისა და ბესელაშვილების მოსახლეობა. ხიდი ამავდროულად სამკურნალო აბანოსთან ( შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაა. ხიდის მშენებლობასთან ერთად მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics