|
2017-12-15 17:53:27, 2271 ნახვა
საზოგადოება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. გარდა ამისა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილების და მარშრუტების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ. მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ, ასევე პრაქტიკული გამოცდის პროცედურების თაობაზე. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა დაგეგმილია 2018 წლის პირველი ნახევრიდან“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)