|
2017-12-15 15:08:53, 1892 ნახვა
საზოგადოება
ნინო ბერძული პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგს დაესწრო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგს დაესწრო. კურსის მთავარი თემა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა - მანიპულაციის ტექნიკა და ციტოლოგიური მასალის შეფასება იყო. ნინო ბერძულის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოში ციტოლოგიური კვლევების გაუმჯობესებას. ღონისძიებაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სწორი დიაგნოსტიკისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის აუცილებლობაზე. ტრენინგი ორ დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას იღებენ ჰოლანდიელი წამყვანი სპეციალისტები - პათოლოგები და ციტოლოგები, რომლებიც ქართველ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)