|
2017-12-15 10:53:12, 2340 ნახვა
პოლიტიკა
„ფულადი პრემია“ „ფულადი ჯილდოთი“ იცვლება, ხოლო „ხელფასი“ „შრომის ანაზღაურებით“
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს I მოსმენით განიხილავენ. მომხსენებლები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი იქნებიან. კანონპროექტებში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის და ისინი ტერმინთა ცვლილებებს შეეხება. კერძოდ, „ფულადი ჯილდოთი“ იცვლება ყველა ის ჩანაწერი, სადაც „ფულადი პრემიები“ იყო მოცემული. ხოლო რაც შეეხება პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების კომპონენტიდან ფულადი ჯილდო და სხვა სახის დანამატები, სრულიად ამოდის. აგრეთვე ტერმინი „ხელფასის“ ნაცვლად მიეთითება „შრომის ანაზღაურება“. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებაა, რომელიც საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს არეგულირებს. ასევე, დღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების დოკუმენტის I მოსმენით განხილვა მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)