18:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 19:48:50, 2556 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ნაბლუსში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პალესტინელებმა სამხედროებს ქვები დაუშინეს. ამის შემდეგ ისრაელის სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. 

ამასთან, მედიის ცნობით, კიდევ ერთი შეტაკება ბეთლემში მოხდა, რომელიც 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.   

შეგახსენებთ, რომ ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics