02:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 19:42:35, 1815 ნახვა

კომენტარი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: 2017 წლისთვის განსაზღვრული ყველა პარამეტრი შესრულებულია

„აისეტის კვლევითმა ინსტრიტუტმა“ სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შესრულება შეაფასა, რომლის მიხედვით,  ბოლო 6 თვის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესება არ შეინიშნება.

ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში უცხოური ინვესტიციები გასული წლის ანალოგიურ მონაკვეთთან შედარებით გაიზარდა. თუმცა, ამ სფეროს წილი მთლიანი ინვესტიციების ნაწილში მცირეა. რაც შეეხება ექსპორტს, კვლევის მიხედვით, ბოლო 6 თვეში რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა შეინიშნება.

კვლევის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. მან 2017 წლის მიღწევებზე და პრობლემებზე ისაუბრა.

„სამინისტროში თანხები იხარჯება მიზანმიმართულად. გვაქვს ბევრი მიმართულება სადაც შედეგები ბევრად შთამბეჭდავია. არის ცალკეული მიმართულებები რომელიც კორექტირებას საჭიროებს. ეს არის მუდმივი პროცესი. გვაქვს პროდუქციის წარმოება, მაგალითად თხილი, რომლის ექსპორტის რიცხვებიც არ არის შთამბეჭდავი გარკვეული მიზეზების გამო, რაც სხვა პარამეტრებთან გავლენას ახდენს.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეეხება სხვა დანარჩენ მიმართულებებს, ყველა მიმართულებით არის ზრდა. 2017 წლისთვის რაც განსაზღვრული იყო, ყველა პარამეტრი შესრულებულია, DCFTA-ის ფარგლებში რა ვალდებულებებიც გვქონდა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ევროპას უფრო მეტად ვუახლოვდებით. ფერმერებმა მიიღეს უფრო მეტი შემოსავალი, უფრო მეტი სახელმწიფო დახმარება, რაც რათქმაუნდა გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics