16:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 19:22:52, 2338 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ანკარასა და ჰააგაში კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების კურსები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის ქალაქ ანკარაში, ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამისა და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს. ტრენინგის თემა იყო კრიზისული სიტუაციის დროს ოპერატიული დაგეგმვისა და მასზე რეაგირების გეგმის შემუშავების სპეციფიკა, ასევე, ჰუმანიტარული და საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და კოორდინაციის საკითხები.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის ორგანიზებით გამართულ კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების ტრენინგში, რომელიც ქალაქ ჰააგაში, პროგრამის - „ევროკავშირის ტრენინგი საპოლიციო სერვისებზე 2015-2018“ (EUPST) ფარგლებში ჩატარდა.

სწავლების მიზანი იყო ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების პოლიციის ოფიცრების შესაძლებლობების განვითარება.

ტრენინგი მოიცავდა საერთაშორისო მისიების სხვადასხვა ეტაპებისა და აუცილებელი ფაქტორების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. სწავლების მონაწილეები კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარებს დაეუფლნენ, ინფორმაცია მიიღეს საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობაზე და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ მსგავს ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics