02:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 16:42:20, 1827 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: მთავრობის პოლიტიკური მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა

"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პარალელურად, მნიშვნელოვანია თუ როგორია ჩვენი ეკონომიკის პოზიციონირება მსოფლიო ეკონომიკაში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკური მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. 

„შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი რეფორმები აისახოს ქვეყნის პოზიციაზე საერთაშორისო საინვესტიციო თვალსაზრისით. რამდენიმე წლის წინ, მთავრობის ფასიანი ქაღალდები ივაჭრებოდა მეზობელი და სხვა დსთ-ის ქვეყნების მსგავსად. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი ევრობონდების მაჩვენებლები და მათი დინამიკა დაუახლოვდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს, როგორიცაა რუმინეთი, ხორვატია, პორტუგალია და სხვ. ქვეყნები, რომელთაც განთავსებული აქვთ ფასიანი ქაღალდები აშშ დოლარით". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც საერთაშორისო საფინანსო ბაზარი საქართველოს ევროპულ ქვეყნად  მიიჩნევს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics