02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 16:01:09, 1614 ნახვა

კომენტარი
ჭირაქაძე კალაძეს: თქვენი შემართება და მიდგომა არის განსხვავებული, ვიდრე გვინახავს მერიაში მრავალი წლის განმავლობაში

„ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს - ქალაქი და ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს“, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თბილისის მერსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის მხრიდან ძალინ დიდი ოპტიმიზმია იმ პროექტებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის ახალ მთავრობას აქვს.

„ბატონო კახა, ჩვენც არ გვიყვარს კრიტიკა ან ცუდი საუბარი, მაგრამ უკვე ვხედავთ თქვენს შემართებას, მიდგომას და ეს არის განსხვავებული, ვიდრე ჩვენ გვინახავს ქალაქის მერიაში მრავალი წლის განმავლობაში. ძალინ დიდი ოპტიმიზმია ბიზნესის მხრიდან იმ პროექტებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ და თქვენს გუნდს გაქვთ. მზად ვართ მათ მხარი დავუჭიროთ. მზად ვართ ასევე, როდესაც ჩვენ შენიშვნები გავაქვს, ისიც გაგიზიაროთ გულახდილად. ჩვენ გვინდა, რომ ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს ბიზნესასოციაციასა და ქალაქის მერიას შორის. მზად ვართ, როგორც ბიზნესმა ამაში წვლილი შევიტანოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს“,- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics