02:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 15:57:33, 1921 ნახვა

კომენტარი
ირმა ნადირაშვილი: კვირიკაშვილის ძმაკაცებმა სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი, პრემიერ-მინისტრსა და გია გაჩეჩილაძის შორის არსებულ უთანხმობას ეხმაურება. 

"კვირიკაშვილის ძმაკაცებმა სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს. ქვეყანა მიაქვს კორუფციას და სანამ პრემიერის ძმაკაცებმა არ დაიწყეს ამაზე საუბარი ამ პრობლემის აღიარება საერთოდ არავის არ უნდოდა. მეორე პრობლემაა, რომ გარედან ეს ყველაფერი ძალიან არაჯანსაღად გამოიყურება. როდესაც მესიჯებით ვერ მოაგვარეს პრობლემა საჯარო სივრცეში გადმოვიდნენ და დაიწყეს ამ თემის განხილვა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

შეგახსენებთ, გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს. აღნიშნულ ბრალდებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი უკვე გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტენდერი რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონის დაცვით ჩატარდა. "თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო", - დასძინა პრემიერმა. კვირიკაშვილის პასუხის შემდეგ, გაჩეჩილაძემ მორიგი კომენტარი გააკეთა და განაცხადა: "თუ ეს ყველაფერი დასაბუთდება, პრემიერს მხოლოდ ბოდიშს კი არ მოვუხდი, მუხლებზეც დავუდგები". 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics