02:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:11:53, 1619 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ისტორიაში პირველად, სსფ-ის პროგრამის შეფასება მმართველთა საბჭოზე განხილვის გარეშე დამტკიცდა

საქართველოს ისტორიაში პირველად, სსფ-ის პროგრამის შეფასება  მმართველთა საბჭოზე განხილვის გარეშე დამტკიცდა , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას განაცხადა.

„ამასთან, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დამტკიცებული პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მაკროეკონომიკური ჩარჩო და რეფორმები აღიარებულია როგორც საუკეთესო მთელ ფართო რეგიონში, რომელიც 31 ქვეყანას მოიცავს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, სსფ-ის ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

„მათ შორის, აღნიშნულია, რომ არსებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით, ქვეყანაში დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი, დაგეგმილთან შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის დასტაბილურებამ და შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ,  საქართველომ შეძლო ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის შესრულება, რაც გამოიხატა მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაში, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების პარალელულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, მიმდინარე წელს, ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გამოწვეული ინფლაციის მაჩვენებელი, 2018 წლის დასაწყისიდან შემცირდება და დაუბრუნდება მიზნობრივი მაჩვენებლის დონეს“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics