01:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 17:44:55, 1809 ნახვა

კომენტარი
ბესელია: მივესალმებით ამ ცვლილებებს, როგორც დემოკრატიისკენ გადადგმულ ერთ-ერთ საუკეთესო ნაბიჯს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატებს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის მოსაზრება გააცნო.

ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციასთან და დემოკრატიის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

„ცვლილებები არის ამ რეკომენდაციების პასუხი. საპარლამენტო რესპუბლიკის სტანდარტი და ზოგადად, პარლამენტარიზმი, როგორც თანამედროვე კონსტიტუციონალისტური მიდგომები განსაზღვრავს, ეს არის  მმართველობის ყველაზე დემოკრატიული ფორმა.

მივესალმებით და თანამონაწილე ვართ ამ ცვლილებების, რომლითაც ხელი შეეწყობა დემოკრატიული ცხოვრების მაღალ სტანდარტებს. საკონსტიტუციო ცვლილებები განამტკიცებს და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს,  რომელსაც კონსტიტუცია ეყრდნობა.

მთლიანობაში, მივესალმებით ამ ცვლილებებს, როგორც დემოკრატიისკენ გადადგმულ  ერთ-ერთ საუკეთესო ნაბიჯს და მათ შორის ოპოზიციური პარტიების გაძლიერებისთვის გადადგმულს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics