|
2017-12-12 16:52:32, 1879 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მინისტრმა ქართველ მეცნიერებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აგრარული დარგის განვითარებაში მათი ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „აგრარულ მეცნიერებას აქვს ხანგრძლივი ისტორია. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია წარმოადგენს სახელმწიფოს მრჩეველს, რომელიც აგრარულ დარგში სწორი პოლიტიკის წარმართვაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ქართველი მეცნიერების ღვაწლი და გამოცდილება ფასდაუდებელია. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გარდაუვალი აუცილებლობაა დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 60 წლიან საქმიანობაზე აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა. აკადემია 1957 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა. იუბილესთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებისგან მილოცვები მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გაიმართა. აკადემიის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რეზო ასათიანი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)