01:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 15:22:22, 1788 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: წოდებისა და თანამდებობის მიხედვით დარღვეული ბალანსის დასარეგულირებლად, თავდაცვის უწყებაში თამამი რეფორმა გატარდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 2016 წელს თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რომელიც ოპტიმიზაციას შეეხებოდა.

როგორც სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, დარღვეული იყო ბალანსი შესაბამისი წოდებისა და თანამდებობის მიხედვით. 

მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში თავდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე მიიწვევენ, სადაც ის თავდაცვის უწყებაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს:

„ვიმსჯელეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან  დაკავშირებით.  შარშან ამ წლის დასაწყისში ძალიან ნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომელიც შეეხებოდა შეიარაღებულ ძალებში ოპტიმიზაციას.იცით, რომ გარკვეულწილად დარღვეული იყო ბალანსი შესაბამისი წოდებისა და თანამდებობის მიხედვით. ამიტომ, ამ ბალანსის დასარეგულირებლად მართლაც თამამი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. უახლოეს ხანებში გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მინისტრი მოვიწვიოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე და ყველა აქამდე გატარებული რეფორმის ფარგლებში მოვისმინოთ, თუ რა ვითარება გვაქვს შეიარაღებულ ძალებში და რა რეფორმები იგეგმება“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics