|
2017-12-12 14:31:18, 1860 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე დღეს მოსახლეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე შეხვდნენ. როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მოსახლეობას გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები გატარდება. „ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლებში, თაობები გაზარდეს, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო ქონების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს, საცხოვრებელი ფართები პერიოდულად დაუკანონდეთ, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული შემთხვევაა, როდესაც ქაოსურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშეა აშენებული ნაგებობები. ვესაუბრეთ მოსახლეობას, მივცემთ გონივრულ ვადებს და შესაბამისი ღონისძებები გატარდება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, შენობის ე.წ. მესაკუთრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კი, კონტროლი გამკაცრდება და თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 10 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება. (NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)