|
2017-12-11 13:35:03, 1750 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ლუპჩო ნიკოლოვსკის შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის - მაკედონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრს, ლუპჩო ნიკოლოვსკის შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებს შორის გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - მაკედონია ბევრი მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პირობას ქმნის. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კოლეგას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. „ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში - მაკედონიაში შესაბამისი სამინისტრო, სოფლის მეურნეობის საკითხებთან ერთად, მოიცავს ტყისა და წყლის რესურსების მართვას; აქვთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. მათთვის საინტერესოა საქართველოს გამოცდილება, რომელიც შესაძლოა პირდაპირ გაიზიარონ, ხოლო საქართველოს მხარისთვის ის გამოცდილება, რაც მაკედონიის სოფლის, სატყეო მეურნეობის და წყლის რესურსების სამინისტროს გააჩნია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო აგრარულ დარგში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების მნიშვნელობას. (NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)