|
2017-12-09 18:45:59, 2334 ნახვა
საზოგადოება
გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა
გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვითი სამუშაოები დასრულდა. ღონისძიების მონაწილე მხატვრებს დღეს ქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოხატული კედლები. თბილისის მერის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება. „დასრულებულია გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა. ყველაფერი მოწესრიგებულია. ერთადერთი რაც დარჩა გასაკეთებელი ჩვენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ეს არის სათვალთვალო კამერები, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ახალგაზრდას, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს ამ აქციაში მონაწილეობა. ჩამოსულები იყვნენ ასევე უცხოელი მხატვრები და მათაც ძალიან ლამაზი ნახატები აჩუქეს თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, გმირთა მოედნის შემდეგ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატება. „ეს იქნება უკვე ანაზღაურებადი ჩვენი მხრიდან, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას. ასევე ვგეგმავთ, რომ ამ ადგილზე მუსიკოსებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყოველ პარასკევს და შაბათს, გამვლელები თავიანთი შესრულებით დაასაჩუქრონ. ვფიქრობ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილები ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. STREET ART ფესტივალში მონაწილეობა 30-მდე მხატვარმა მიიღო. პროექტში მონაწილეობის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. შეირჩა 30 მხატვარი, რომლებმაც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე იზრუნეს. მათ უცხოელ მხატვართა ჯგუფიც შეუერთდა, რომლებმაც ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფმა“ ასევე, მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებში კედლები ე.წ. STREET ART-ის შესრულებით ეტაპობრივად მოიხატება. (NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)