00:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 16:16:11, 2230 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე სააკაშვილის დაკავებაზე: უკრაინასთან თანამშრომლობა ამ საკითხში მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით შემოიფარგლება

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

კითხვაზე, შედგა თუ არა უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხში თანამშრომლობა მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით შემოიფარგლება.

„საქართველოს და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით და შესაბამისად, ყველა კომუნიკაცია თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არსებობს შესაბამის უწყებებს შორის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუშინ დააკავეს. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან. როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics