|
2017-12-07 15:45:19, 1969 ნახვა
საზოგადოება
9 დეკემბერს „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალი გაიმართება
შაბათს, 09 დეკემბერს, 13:00 საათზე, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე, „მოყვარულთა თასი 2017-ის“ გათამაშების ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული გუნდები: ფოთის „ჭაბონამა“ და თბილისის „ნახალოვკა“ დაუპირისპირდებიან. „მოყვარულთა თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტმა სტარტი აიღო 2017 წლის 19 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 300-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 8000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა. ფინალურ ეტაპზე კი რეგიონალური ლიგების გამარჯვებული გუნდები და თბილისის მერიის თასის ფინალისტები ასპარეზობდნენ. გამარჯვებულ გუნდს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გადაეცემა სიმბოლური და ფულადი პრიზები. დასწრება თავისუფალია. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“. ფოთის „ჭაბონამა“ თბილისის „ნახალოვკა“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|







epn.ge (@expressnews.ge)