|
2017-12-07 10:54:39, 1928 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძლება არასდროს განხორციელდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, გამოიძებნოს სწორი გზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძლება არასდროს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია იყოს დაცული და იმისთვის, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან და მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ”,-აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)