|
2017-12-06 20:17:19, 1962 ნახვა
საზოგადოება
გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, შესაბამისად მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. „პერიმეტრს იცავენ სამართალდამცველები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან 17:13 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 8 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა იქნა მობილიზებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები წყალტუბოდა, ქუთაისიდან და ზესტაფონიდან. პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)