22:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 16:10:31, 1929 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი: კრიზისების მართვის საბჭომ ყველა კრიზისულ სიტუაციაში თავი შეირცხვინა

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თავის დროზე, კრიზისების მართვის საბჭოს შექმნის გადაწყვეტილების საფუძველი პრეზიდენტთან არსებული დაპირისპირება იყო.

კერძოდ, ნადირაშვილის განმარტებით, ვინაიდან პრეზიდენტთან უთანხმოება არსებობდა, კრიზისულ  საკითხებზე მომუშავე პარალელური სტრუქტურა შექმნეს.

თუმცა, მისივე შეფასებით, კრიზისების მართვის საბჭომ ყველა კრიზისულ სიტუაციაში თავი შეირცხვინა. დეპუტატისთვის გაუგებარია, რა დამსახურებისთვის  იღებდნენ მაღალ ანაზღაურებას ამ საბჭოს მდივანი და მის მოადგილეები:

„რაც შეეხება ამ ცვლილებების განხორციელეაბმდე პერიოდს, მაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმ შეცდომებზე, რომელიც დაშვებული იყო. თავის დროზე, როდესაც თქვენ შექმენით კრიზისების მართვის  საბჭო, ეს გადაწყვეტილება მიიღეთ ერთადერთი ნიშნით-მაშინ თქვენ არ ეთანხმებოდით პრეზიდენტ მარგველაშვილს, როგორც ახლა, და გინდოდათ პარალელური სტრუქტურის გაკეთება. ეს სტრუქტურა გააკეთეთ. მექანიკური ცვლილება იყო და სამი წლის განმავლობაში 16 მილიონი  ლარი დაიხარჯა კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შენახვაზე. მინდია ჯანელიძე ყოველ თვე იღებდა 7 975 ლარს. ჭიკაიძე-5 975 ლარს, ზედელაშვილი-6 000 ლარს. მაინტერესებს რაში უხდიდით ამ ადამიანებს ასეთ მაღალ ხელფასს იმიტომ, რომ  ყველა კრიზისულ სიტუაციაში ამ საბჭომ მაქსიმალურად შეირცხვინა თავი.  შეგახსენებთ თუნდაც წყალდიდობის პერიოდს, როდესაც მინდია ჯანელიძის დაუდევრობის გამო, იმის გამო, რომ მან არ გააფრთხილა მოქალაქეები მოსალოდნელ საფრთხეზე, თბილისის ცენტრში ვეფხვმა შეჭამა ადამიანი, ბორჯომის ხანძრების დროს, თვალით ვერ ვიხილეთ ამ საბჭოს ვერც ერთი წევრი და ბოლოს გავარკვიეთ, რომ თურმე ბატონი ჭიკაიძე მივლინებაში იყო წასული.ეს საბჭო წლების განმავლობაში იყო თქვენი ყოფილი ჩინოვნიკების თავშესაფარი. როდესაც გადაწყვეტით თქვენ დღეს ამ საბჭოს გაუქმება, დაადასტურეთ, რომ თავის დროზე მართალი ვიყავით, როდესაც ვამბობდით,რომ  ასეთი მექანიკური ცვლილების განხორციელება არ შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ მარგველაშვილის ჯინაზე, რის გამოც თქვენ თავის დროზე ეს უწყება შექმენით“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics