|
2017-12-06 12:07:38, 1655 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ კონფერენციაში - „ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები“ მონაწილეობა მიიღო
თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში „ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები“ მიიღო მონაწილეობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა პირისპირ შეხვედრა ევროპის საბჭოს „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის“ გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან გამართა. კახა კალაძემ ანდრეას კიფერს კონგრესის საქმიანობისთვის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ორდღიან სამუშაო სესიებში აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)