14:50 - 22 Jul, 2026
|
2017-12-06 11:36:07, 2230 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ტალახაძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ იასპარეზა. ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა მარტივად დასძლია, საბოლოოდ კი, 220 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა, 257 კილოგრამი დააფიქსირა და მეორე მცირე მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში ძალოსანმა 477 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია. 477 კილოგრამით ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ზედიზედ მეორედ მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)